რეზონანსი
07.03.2023

მთავარი ტყუილი, რასაც საზოგადოებას აჯერებენ - რომ თითქოს ადამიანები შეირაცხებიან აგენტებად ან ჯაშუშებად - ეს ტყუილია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა,

„დღეს უამრავი ადამიანია, რომელიც შფოთავს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ 99 პროცენტს კანონი თვითონ წაკითხული არ აქვს. თუ ვინმეს კანონი წაკითხული აქვს, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი ერთადერთ რამეს ითვალისწინებს - ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტთან შეკრებილები „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×