რეზონანსი
08.03.2023

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს აშშ-დან მიმართავს და მათ თანადგომას უცხადებს.

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. ეს მომავალია, ის რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და ვამზადებდი ჩვენც. არავის აქვს უფლება, რომ თქვენ წაგართვან თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, რომ მახე დააგოს. ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი გასაუქმებელია. რა ფორმითაც გინდათ, არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ კარგად იცის რა ტიპის კანონია. პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×