რეზონანსი
08.03.2023

წუხელ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში არასამთავრიბი ორგანიზაცია „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ წევრი დავით შავდათუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიტინგის დარბევის პარალელურად „მონოჰოლში“ „ღამის შოუს ბენდს“ კონცერტი ჰქონდა.

„ორ საქართველოში ვცხოვრობთ პარალელურად: ერთია თავისუფლების (პათეტიკურია, თუმცა ფაქტია), მეორე - გელა გნოლიძის და ბაბი კირკიტაძის. დიახ, კონცერტი ახლა ტარდება „მონოჰოლში“. პარლამენტიდან 1 კილომეტრში“, - დაწერა შავდათუაშვილმა.

საკონცერტო დარბაზი „მონოჰოლი“ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გმობს და სრულად ემიჯნება ე.წ „რუსული კანონის“ მიღებას. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები სამწუხაროდ ვერ გაუქმდება:

წყარო: დაიჯესტი
ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×