რეზონანსი
08.03.2023

კანონი [ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ] შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გააკეთა.

კალინდრას თქმით, თითქმის ორი წლის წინ, 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება იქნა მიღწეული და მოგვიანებით კი დატოვებული.

ლიეტუველმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება გააზიარა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, ბორელმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღებას შეიძლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×