რეზონანსი
08.03.2023

ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში. 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ის საპატიმროში მოხვდა და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც „არ კვდებოდა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, აქედანაც ჩანს, რამდენად ყალბია ის კამპანია, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში. 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოხვდა საპატიმროში და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი „არ კვდებოდა". დანარჩენი 500 დღე მიხეილ სააკაშვილი „კვდებოდა". თქვენ ეს გახსოვთ. აქედანაც ჩანს, რამდენად ყალბია ის კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წარმოებს. ჩვენ ამ კამპანიის გაღვივებას ხელს, რა თქმა უნდა, ვერ შევუწყობთ. ვიღაცას ახლა გაახსენდა სააკაშვილი, როდესაც კანონი უკვე მიღებულია და ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირონ," - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×