რეზონანსი
08.03.2023

„დიდ ტყუილზე აგებულმა კამპანიამ „შედეგი" გამოიღო, გუშინ რადიკალებმა ჩვეული ძალადობრივი მეთოდებით არეულობა მოაწყვეს. „2012 წლამდე თუ „ნაციონალური მოძრაობის" დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე, გუშინ მათივე დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რაშიც ძალიან ძნელია არ დაეთანხმო," - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს ვეტო დაადოს კანონს, რომელიც მას არ წაუკითხავს, ხოლო აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კარგად იცის, რომ ქართული კანონი აგენტების შესახებ ამერიკულზე უფრო ლიბერალურია, თუმცა, მას სხვა მიზნები ამოძრავებს.

„დიდ ტყუილზე აგებულმა კამპანიამ „შედეგი" გამოიღო, გუშინ რადიკალებმა ჩვეული ძალადობრივი მეთოდებით არეულობა მოაწყვეს. „2012 წლამდე თუ „ნაციონალური მოძრაობის" დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე, გუშინ მათივე დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რაშიც ძალიან ძნელია არ დაეთანხმო. ტყუილი, რომელიც გამიზნულია საქართველოში არეულობის და რევოლუციის მოსაწყობად, სამწუხაროდ მხარდაჭერილი იქნა გარკვეული ძალების მიერ. უცხოელების მხრიდან უკადრებელი იკადრა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, ხოლო ქართველების მხრიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელსაც პირადი გამორჩენიდან გამომდინარე ხშირად ივიწყებს, თუ რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, იმუქრება ვეტოს დადებით კანონზე, რომელიც მას არც წაუკითხავს.

რაც შეეხება ქალბატონ დეგნანს, მან მშვენივრად იცის რომ ამერიკული კანონისგან განსხვავებით ქართული ვარიანტი გაცილებით ლიბერალურია, მაგრამ როგორც ჩანს მას უფრო სერიოზული მიზანი ამოძრავებს წინააღმდეგ შემთხვევაში გუშინდელ დღეს, როდესაც პარლამენტში კანონის განხილვა მიმდინარეობდა, „დემოკრატიის შავ დღედ არ მოიხსენიებდა!" საინტერესო, როგორ ხასიათზე არიან დღეს, არეულობის მომწყობები, დამფინანსებელი და მხარდამჭერები, როდესაც მიუხედავად ყველაფრისა ქართველმა სამართალდამცავებმა შეძლეს ესკალაციის უმაღლეს დონეზე განმუხტვა, რისთვისაც მათ თითოეული ჩვენგანისგან მადლობა ეკუთვნის," - წერს ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×