რეზონანსი
09.03.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზის წერილს უგზავნის და სთხოვს, ე.წ. აგენტების შესახებ პარლამენტის მიერ გუშინ გაგზავნილი კანონპროექტები აღარ განიხილონ.

პაპუაშვილი წერილში მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია, რის გამოც „მმართველმა პარტიამ, როგორც პასუხისმგებლიანმა აქტორმა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა გადაწყვიტა".

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადების შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და კანონპროექტის უკან გაწვევის პროცედურები განმარტა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×