რეზონანსი
09.03.2023

ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ საპატიმროს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია დატოვებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა „ქრონიკასთან" აღნიშნა, დღევანდელი ევროკავშირის საელჩოდან რჩევა არ უნდა მივიღოთ მხოლოდ ერთი, ცალკე გაკეთებული მოწოდება, არამედ წინა განცხადებებიც უნდა გავითვალისწინოთ.

„ევროკავშირის საელჩოს განცხადება უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომელიც წინარე განცხადებებშიც აღნიშნულია და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაცხადებული პოზიციაა. ეს არის: 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, ამ ნაწილში დეპოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, რაც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემთხვევაში. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება კარგი წინაპირობები იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება „ქართული ოცნების" განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის შესახებ და მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×