რეზონანსი
09.03.2023

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვა გახდა.

ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლო პროცესი მოსამართლემ 10 მარტის 16:00 საათისთვის ჩანიშნა.

მოსამართლის განმარტებით, ის ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ადვოკატებს დროს აძლევს, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და დამატებითი მტკიცებულებები წარადგინონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×