რეზონანსი
12.03.2023

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის აზრი ადამიანთა იმ ჯგუფს აინტერესებს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად.

"ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს.

ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერესებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად.

სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა!

რუსეთისა და "ქართული ოცნების" პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×