რეზონანსი
12.03.2023

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ აქციაზე დაკავებული პირების იზოლატორებიდან გათავისუფლება დროულად მოხდა და მათ დამატებითი პროცედურების გავლა არ მოუწიათ. ამის შესახებ მან "კურიერი P.S." ეთერში ისაუბრა.

"მივესალმები იმას, რომ ეს ადამიანები მალევე გაათავისუფლეს იზოლატორებიდან. ერთ-ერთმა დაკავებულმა მომიყვა ისტორია, რომელიც ჩემი აზრით, ადასტურებდა იმას თუ რატომ უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. ეს ადამიანი საერთოდ არ ყოფილა აქციაზე და პოლიციასთან მივიდა იმისთვის, რომ ეკითხა როგორ ჯობდა რომ წასულიყო და პოლიციამ ის დააკავა. მისი თხრობა ძალიან დამაჯერებელი იყო და მე მას ვუთხარი, რომ მოსამართლისთვის ეს აუცილებლად ისე გულწრფელად მოეყოლა, როგორც მე მიყვებოდა. მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დაკავებული ადამიანები 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს და მათ არ მოუწიათ დამატებითი პროცესების გავლა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×