რეზონანსი
13.03.2023

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. კახა კალაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.

„უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი დატოვონ პარტია „ქართული ოცნება", ეს მათი უფლებაა. არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება", - განაცხადა თბილისის მერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×