რეზონანსი
13.03.2023

პროკურატურის განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული.

"გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს მეზობელი, შვილების თანდასწრებით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეორე ბრალდებული, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 2022 წლის 19 ივნისს დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×