რეზონანსი
13.03.2023

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია ყოფილი სახალხო დამცველი პარტია "ლელსთან" კონსულტაციებს უკვე აწარმოებს. ამ ეტაპზე ინფორმაციას უარყოფენ "ლელოში" და აცხადებენ, რომ პარტიაში საკითხზე მსჯელობაც არ ყოფილა. თავად ნინო ლომჯარიას სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა "კურიერთან" მიმოწერაში მამუკა ხაზარაძესთან საჯარო სივრცეში შეხვედრას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჯერ არც ერთ პარტიასთან არ თანამშრომლობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის წამოჭრა ხელისუფლების მხრიდან არის ყურადღების გადატანის მცდელობა.

"ასეთი საუბრები ალბათ ბევრი იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებაში გააჩინონ დაბნეულობა და სხვა მიმართულებით გადაატანინონ აქცენტები. მგონი სხვა რამეზე ვართ ახლა "ლელოშიც" და "ლელოს" გარეთაც კონცენტრირებული. კერძოდ იმაზე, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს დიდი ბრძოლა," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×