რეზონანსი
13.03.2023

რადიკალურ ოპოზიციაში და ამ ექსტრემისტულ დაჯგუფებაში ჩვენ გვყავს პოლიტიკური სვავები, რომლებიც ცდილობენ, რომ ნებისმიერი მღელვარების დროს საკუთარი ბენეფიტები იპოვონ, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს ღირსეული ახალგაზრდები და ღირსეული სამართალდამცველები, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე დგანან. მისივე განმარტებით, ბოლო დღეების მოვლენები სწორედ ამის გამოვლინება იყო.

„ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება განსხვავებული მოსაზრებების იყოს შიგნით იმაზე, თუ კრიმინალურად ნაშოვნი ფული და რესურსები როგორ გაიყონ, მაგრამ როდესაც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებზეა საუბარი, ეს რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის იყო და არის ერთიანი. ახლაც ამ პროცესებს ვადევნებთ თვალს. როდესაც ძირითადი აქცენტი კეთდება კეზერაშვილის, სააკაშვილის ამ კრიმინალური ოლიგარქების მიერ ნაძარცვი ფულის გადანაწილებაზე აქვთ ხოლმე ერთმანეთში კლანური დაპირისპირება, მაგრამ როდესაც პროცესი საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, აქ ისინი ყოველთვის ერთიანები არიან. ახალს არაფერს არ ვხედავთ დღის წესრიგში არის ის, როგორ დააზიანონ საქართველო და ამისკენ ისინი ერთიანდებიან ხოლმე. ეს არის მათი რეალური სახე და მათი რეალური მიზნები და ამოცანები, რომელიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ცნობილია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×