რეზონანსი
13.03.2023

ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში შემოსული ადამიანების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. გასული კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის რეგიონის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების რიცხვი გაიზარდა - 14 000-ზე მეტი ადამიანი" , - განუცხადა ტომაევმა „რია ნოვოსტის".

სააგენტო წერს, რომ ინფორმაცია რუსეთის შესასვლელებთან საცობების შესახებ გასულ კვირას საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე გაჩნდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×