რეზონანსი
14.03.2023

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლება ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალების დამთხრელი ხელისუფლება, რომელმაც 20 ივნისის შემდეგ მეორედ, მშვიდობიან აქციაზე თვალები დათხარა საკუთარ მოქალაქეებს.

წითლიძის თქმით, ამის ერთ-ერთი ფაქტი არის ზაზა ბუღიაშვილი, რომელმაც 7-8 მარტის აქციაზე დარბევისას მხედველობა დაკარგა.

აღნიშნულის შესახებ ანი წითლიძემ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპოტალში" განუცხადა, სადაც 7-8 მარტის აქციებზე დაშავებული მოქალაქე, ზაზა ბუღიაშვილი მოინახულა.

„მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების" წარმომადგენლები შსს-ს და სპეცრაზმს მადლობას უხდიან, თითქოს ეს აქცია მშვიდობიანად დაარბიეს, ადამიანმა მხედველობა დაკარგა და ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს მიღებული. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, რომ დაზარალებულს დაზარალებულის სტატუსი სასწრაფო წესით მიანიჭოს და აწარმოოს ეფექტური გამოძიება, შსს-ს მხრიდან ძალის გამოყენება რამდენად პროპორციული იყო 7-8 მარტის აქციაზე. გარდა ამის, მოვუწოდებ შსს-ს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მუხლებით დაწყებული საქმეები აქციის მონაწილეებზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძესთან ერთად, აქციაზე დაშავებული ზაზა ბუღიაშვილი კლინიკაში მოინახულა „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა წევრმა მეტრეველმა.

მისი განმარტებით,ბუღიაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„სახეზე მას ორი ჭრილობა აქვს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს იმ მნიშვნელობის დაზიანებას, როგორიც არის თვალის დაზიანება. მარჯვენა თვალი პრაქტიკულად აღარ არსებობს, მხედველობის ფუნქციის აღდგენა შეუძლებელია. „ნაციონალური მოძრაობა" ვზრუნავთ ამ პაციენტზე, რომ მკურნალობის მიღების პროცესში მას არ შეექმნას ფინანსური პრობლემები. პარალელურად, როგორც კი, დღევანდელი კვლევა დასრულდება მისი სამედიცინო ჩანაწერების სრულ პაკეტს ავიღებთ და დასავლეთში, რამდენიმე ქვეყანაში გავგზავნით, რათა იქ ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები ვეძებოთ, იქნებ, ნაწილობრივ მაინც აღიდგინოს მხედველობა", - განაცხადა ლევან მეტრეველმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×