რეზონანსი
14.03.2023

დეპუტატი თეონა აქუბარდია პრორუსული, ძალადობრივი პარტიის "ალტ-ინფოს" წევრებისა და მხარდამჭერების მიერ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, მიბაძოს წინამორბედს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა საკანონმდებლო ორგანოს წინ.

"კახა კუჭავას ინიციატივით 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კანონში ცვლილების ინიციატორები ოპოზიციიდან დეპუტატებიც ვიყავით, რითაც სახელმწიფო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშის შებღალვა ადმინისტრაციული წესით ჯარიმას ითვალისწინებს. მოვუწოდებ შსს-ს იმოქმედოს კანონის შესაბამისად ისევე როგორც მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!" - წერს აქუბარდია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრორუსული, ძალადობრივი "ალტ-ინფოს" წევრებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოხსნეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელსაც არავინ დაუკავებია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×