რეზონანსი
14.03.2023

"ქართული ოცნება" გმობს რუსთაველზე ევროკავშირის დროშის დაწვას. პარტიაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეებმა საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ. კანონის მიხედვით კი, სახელმწიფო სიმბოლიკის და ევროკავშირის დროშის დაზიანება დასჯადია.

"რაც ჩვენ ვიხილეთ, ევროკავშირის დროში ჩამოხსნა და დაწვა, ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია. ნებისმიერი ძალადობა იწვევს ძალადობას, ყველანაირი რადიკალიზაცია არის დასაგმობი და ჩვენ ამას ვგმობთ.

ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება დროშის და ჰერალდიკის ნიმუშის დაზიანება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ დამშვიდდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია იმ დემოკრატიული და ევროპული კურსისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული და ბუნებრივია არ შეესაბამება საზოგადოებრივ მშვიდობასა და წესრიგს," - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×