რეზონანსი
14.03.2023

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს იგეგმება.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის და პოლიტპატიმარი არ არის.

"სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, ის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელებს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან არის კრიმინალი და, ჩემი აზრით, უნდა მოიხადოს ბოლომდე. სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ თვლის სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმას უნდა დავბრალოთ, რომ მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ. მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 საათზე არის ჩანიშნული.

კერძოდ, საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×