რეზონანსი
17.03.2023

დღეს, 17 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ქობულეთის ქუჩაზე, წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 17 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 17 მარტს, 16:00 საათიდან 18 მარტის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში - რაზმაძის, არაყიშვილის და კეკელიძის ქუჩების ნაწილს; შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, ჟვანიას, მცხეთის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, ჯანაშვილი, ქუთათელაძის, შროშის, რადიანის, შოშიტაიშვილის ქუჩებს და არაყიშვილის II ჩიხს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×