რეზონანსი
17.03.2023

„ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებს და აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის, რომ სასჯელის გადავადებაზე უარი არ არის გასაჩივრებული სტრასბურგის სასამართლოში.

„ის, რომ არ მოხდა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, სტრასბურგის სასამართლოში, მიუთითებს იმაზე, რომ თავადაც ხვდებიან, არანაირი პერსპექტივა ამ საქმეს სამართლებრივად ვერ ექნება, იმიტომ, რომ ელემენტარული მტკიცებულებები არ არსებობს. როდესაც საუბრობ იმაზე, რომ ხვალ დილამდე ვერ გაატანს პატიმარი და ეს ხვალ დილა ათეულობით და ასეულობით დღეა და ჩვენ ამას არ ვუსურვებთ არავის, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ როდესაც შენ იტყუები და მანიპულირებ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ბუნებრივია, ამას საერთაშორისო სასამართლო უფრო კარგად დაინახავს. აქედანაც გამომდინარეობს ზუსტად ის, რომ არ არის გასაჩივრებული სასამართლოში ეს ობიექტური გადაწყვეტილება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადებაზე უარის თქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამ თემაზე საუბარი სააკაშვილის დედას არ სურს და ჟურნალისტებს ადვოკატებთან ამისამართებს. სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ. ეს მოცემულობა პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ოჯახი და სააკაშვილის პარტია შეგნებულად სპეკულირებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×