რეზონანსი
22.03.2023

22 მარტის ღამეს, რუსეთი უკრაინის რამდენიმე რეგიონს ირანული „შაჰედის" დრონებით თავს დაესხა.

მედიის ცნობით, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ 21-22 მარტის ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 21 დრონიდან 16-ის განადგურება მოახერხა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკოს განცხადებით, 8 რუსული „შაჰედის" უპილოტო საფრენი აპარატი კიევის თავზე დაფიქსირდა და ყველა მათგანი გაანადგურეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×