რეზონანსი
25.03.2023

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ვეფხი და მოყმის" ძეგლისა და ჟვანიას მოედნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, ორივე მიმართულებით, ტრანსპორტი გადაადგილდება მხოლოდ თითო-თითო ზოლის გამოყენებით.

მერიის განმარტებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×