რეზონანსი
25.03.2023

„ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„საქართველოს ერთ ,„საკონცენტრაციო ბანაკად" გადაქცევის პერიოდში საზოგადოებაში შეიქმნა რამდენიმე „კრებსითი სახელი", რომელიც ყველაზე კარგად ასახავდა იმდროინდელ რეჟიმს. მაგალითად: „,ნუნუგინტური" - ანუ, ნოტარიუსი, რომელიც ღამით თქვენს ქონებას რომელიმე VIP-ნაცის ან მისი ცოლის (საყვარლის) სახელზე გააფორმებდა. ან „რომანშამათავა"- რომელიც თქვენ ქმარს (შვილს, ძმას) კატარღით ზღვაში გაიყვანდა, თავში იარაღს ესროდა და ფეხებზე ბეტონ-მიმაგრებულს ფსკერზე გაუშვებდა. ან „თემურუბირია" - რომელიც თქვენს ქმარს (შვილს, ძმას) მართალია, არ მოკლავდა, მაგრამ „გააქათამებდა". ან კიდევ „მეგისქარდავა" - რომელიც ამ „გაქათამებაზე" ბრძანებებს იძლეოდა და ა.შ.

საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთს, დასავლეთი ,,დემოკრატიის წინსვლას" უწოდებდა, ხოლო მის მთავარ შემოქმედ სააკაშვილს - „დემოკრატიის შუქურად". მას შემდეგ, „საკონცენტრაციო ბანაკი" თითქოს და „დაიხურა", მაგრამ ვერშემდგარი ქართული „ნიურნბერგის" პირობებში ჩვენს ქუჩებში, პარლამენტში, საჯარო სექტორში კვლავ დადიან ჯალათები, სადისტები, მკვლელები - რომლებსაც დასავლეთი სიყვარულით და პატივისცემით „ოპოზიციად" და „დემოკრატებად" მოიხსენიებს.

დღეს „დაუსჯელობის სინდრომით" ფრთაშესხმულები ისინი კვლავ დაგვდევენ ჩვენ, ჩვენს შვილებს. აიძულებენ ცნობად სახე-მანდილოსნებს ჯიბით „ელექტროშოკერების" ტარებას, ხოლო ყოფილ დეპუტატებს - ახსენებენ მათ კონსტიტუციურ უფლებას, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე. დღეს ამ ლიბერალ-ფაშისტებს ახალი კრებსითი სახელი გამოუჩნდა: „დიმიტრი ჩიქოვანი" - ადამიანების გამტაცებელი და ჟურნალისტ გოგონებზე ფიზიკურად მოძალადე. სრულიად „შემთხვევით" - მას დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა განასახიერებს.

დუმს ომბუდსმენი, დუმს ჟურნალისტური „საძმო", ხმას არ იღებენ ,,ფემიციდოლოგები" და რა თქმა უნდა - POS TV-ს ჟურნალისტ ბერიძე ნათია -ზე თავდასხმა არ შევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში. იმიტომ, რომ - ეს კრებსითი სახელები, მათ პირმშოებს წარმოადგენენ, ხოლო საკუთარ კონტინგენტს ესენი არა თუ არ ეხებიან, „უცხოური გავლენის შესახებ" ქართული კანონპროექტის მაგალითისა არ იყოს - გაშმაგებულები, თუნდაც სისხლის ზღვრამდე იცავენ. მაგრამ, აი ამ ყველაფრის მიუხედავად - მათი დასასრული გარდაუვალია!!!", - წერს დავით ქართველიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×