რეზონანსი
26.03.2023

უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტის, იური ბუტუსოვის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო არმიის უმაღლესი ოფიცერი, დმიტრო ლისიცკი მოკლეს. მისი თქმით, ეს იყო კიდევ ერთი შურისძიება ილოვაისკისთვის.

„დღეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა შური იძიეს ილოვაისკისთვის - მათ გაანადგურეს 247-ე თავდასხმის პოლკის 1-ლი ბატალიონის მეთაური დიმიტრო ლისიცკი", - განაცხადა ბუტუსოვმა.

ლისიცკი 247-ე პოლკის ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს მეთაურობდა, რომელიც 2014 წელს თავს დაესხა უკრაინულ დანაყოფებს დონეცკის ოლქის ქალაქში. 2015 წლის იანვარში რუსეთმა ის ამისთვის დააჯილდოვა და გმირის წოდება მიანიჭა.

ილოვაისკის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლაა უკრაინის ისტორიაში. 2014 წლის აგვისტოს ბოლოს, ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების მებრძოლები ოკუპანტებმა ალყაში მოაქციეს და დაბომბეს დერეფანი, რომლითაც, შეთანხმების თანახმად, უკრაინელი მებრძოლები უნდა გასულიყვნენ. შედეგად დაიღუპა 366 უკრაინელი ჯარისკაცი, დაახლოებით 450 დაიჭრა, 300 კი ტყვედ ჩავარდა.

უკრაინაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ამ ტრაგედიის შედეგად, უკრაინამ ჯამში 1000-ზე ჯარისკაცი დაკარგა. ამავე გამოძიების შედეგების მიხედვით, ილოვაისკის ტრაგედიაში მთავარი დამნაშავე რუსეთის სამხედრო სარდლობაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×