რეზონანსი
27.03.2023

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მედიასთან დღეს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ისაუბრა. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პატიმარმა ექსპრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს თვითდაზიანება და განაახლოს სრულფასოვანი კვება.

წულუკიანის თქმითვე, არის მზაობა, რომ თუ ოჯახის მიერ შერჩეული საერთაშორისო დონის მედიკოსი ჩამოვა, ის იქნება, რა თქმა უნდა, დაშვებული პაციენტთან.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას თავს ახვევია კვალიფიციური და სამედიცინო პერსონალი, როგორც ეს ცალსახად და მკაფიოდ განაცხადეს მთავრობის შესაბამისმა წევრებმა - ჯანდაცვის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მან შეწყვიტოს თვითდაზიანება და იყოს ჯანმრთელი.

მეორეს მხრივ არის მზაობა იმისა, რომ თუ ოჯახის მიერ შერჩეული საერთაშორისო დონის მედიკოსი ჩამოვა, ის იქნება, რა თქმა უნდა, დაშვებული პაციენტთან.

მანდ უნდა შეწყვიტოს თვითდაზიანება, განაახლოს სრულფასოვანი კვება იმისათვის, რომ როდესაც სასჯელს მოიხდის მან შეძლოს დაუბრუნდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც ის ეკუთვნის და ვის ეკუთვნის ის თვითონ აირჩევს ალბათ,"-აცხადებს თეა წულუკიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×