რეზონანსი
27.03.2023

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი უკვე დამღლელია.

წულუკიანის თქმით, სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს თვითდაზიანება, განაახლოს სრულფასოვანი კვება.

„მართალი გითხრათ, ეს თემა უკვე დამღლელია. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, ჟურნალისტებისთვის, ვინც ამ კითხვას სვამთ, რადგან მე, მაგალითად, ვაღიარებ, რომ გუშინ არ გავცნობილვარ და არ დავინტერესებულვარ, რა როგორ მიირთვა და როგორ წარმართა საკუთარი დღე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას თავს ახვევია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც ეს ცალსახად და მკაფიოდ განაცხადეს მთავრობის შესაბამისმა წევრებმა, ჯანდაცვის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა.

ყველაფერი კეთდება, რათა მან შეწყვიტოს თვითდაზიანება და იყოს ჯანმრთელი, მეორე მხრივ, არის იმის სრული მზაობა, რომ თუ ოჯახის მიერ შერჩეული საერთაშორისო დონის მედიკოსი ჩამოვა, რა თქმა უნდა, ის იქნება დაშვებული პაციენტთან. მეტი უკვე აღარც ვიცი, რა შეიძლება, ამ თემაზე ითქვას. მან უნდა შეწყვიტოს თვითდაზიანება, განაახლოს სრულფასოვანი კვება, რათა როდესაც სასჯელს მოიხდის, იმ დროისთვის მან შეძლოს, დაუბრუნდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც ის ეკუთვნის და ვის ეკუთვნის, ამას თვითონ აირჩევს ალბათ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×