რეზონანსი
27.03.2023

როგორ შეიძლება, ასეთი დამოკიდებულება გქონდეს ისეთ უბოროტო არსებაზე, როგორც მარიკა ბაკურაძეა, თუმცა ასეთი მაგალითი გვაჩვენებს მიდგომას, თუ რა შეიძლება იყოს ხვალ. ასეთ ადამიანებს ხელში ძალაუფლება რომ ჰქონდეთ, - ამის შესახებ პროდიუსერმა, ნოე სულაბერიძემ განაცხადა, რომელმაც გამომცემლობების მიერ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი შეაფასა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტები ქართულ სინამდვილეში ალბათ, ყველაზე თავისუფალი ჟურნალისტები არიან.

„ამ არხის ჟურნალისტები ქართულ სინამდვილეში ალბათ, ყველაზე თავისუფალი ჟურნალისტები არიან. ახლა მე კანონის განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ თუნდაც, რამდენიმე ხნის წინ, როდესაც აქციები იყო, იქ ამ არხის ჟურნალისტებიც იყვნენ, რომლებიც ამას აპროტესტებდნენ. ეს რომ სხვა რომელიმე ტელევიზიის ჟურნალისტს გაებედა, რომელიც სულ სხვა დამოკიდებულებით იყო, გაურკვეველი იქნებოდა, დარჩებოდა თუ არა იგი არხზე.

როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გქონდეს ისეთ უბოროტო არსებაზე, როგორც მარიკა ბაკურაძეა, თუმცა ასეთი მაგალითი გვაჩვენებს მიდგომას, თუ რა შეიძლება იყოს ხვალ. ასეთ ადამიანებს ხელში ძალაუფლება რომ ჰქონდეთ", - განაცხადა ნოე სულაბერიძემ.

მარიკა ბაკურაძე, „ინტელექტის" და „არტანუჯის" თანამშრომელი აღარ არის. ჟურნალისტის თქმით, 15-წლიანი თანამშრომლობა გამომცემლობებიდან მიღებული ერთი მესიჯით შეწყდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×