რეზონანსი
05.04.2023

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს. ლევან გოფოძე ამ პროცესს არ უკავშირებს კლინიკაში მიმდინარე პროტესტს.

მისი განმარტებით, კითხვები შეეხებოდა პანდემიის პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც საწოლფონდის გაზრდის აუცილებლობიდან გამომდინარე, ფორსმაჟორულ ვითარებაში ჩატარდა.

ეს გოფოძეს პირველი გამოკითხვა იყო პროკურატურაში და როგორც თავად ამბობს, არ აქვს მოლოდინი, რომ უწყებაში კიდევ დაიბარებენ.

ამასთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ექიმები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×