რეზონანსი
05.04.2023

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. უმრავლესობა კონსილიუმის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს.

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანებაზე. რაც შეეხება სტრასბურგის საჩივარს, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იციან რომ სტრასბურგში დამარცხებიან და სწორედ ამიტომ, დროის გაწელვას ცდილობენ.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმი იყო პოლიტიკურად მიკერძოებული. კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს სააკაშვილმა და როგორი მკურნალობის პროცესია საჭირო იმისათვის, რათა მისი ჯანმრთელობა გამოსწორდეს, ამაზე პასუხს არავინ არ იძლევა. და როგორც კი ამ თემაზე პასუხი არ ჩანს, იმ წუთში ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ყველანაირი განცხადება, დასკვნა არის ნაკარნახევი პოლიტიკური კონიუნქტურა. არც ერთი დასკვნა, რომელიც სააკაშვილის თემაზე იყო გაკეთებული, გინდ მისი პრეზიდენტობის პერიოდთან დაკავშირებით, გინდ "რუსთავი 2"-ის თემასთან დაკავშირებით და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის შენარჩუნების უფლებას, არ მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილმა, ზოგადად ნაციონალურმა მოძრაობამ ოდესმე სტრასბურგის ტრიბუნიდან შეიძლება მიიღოს რაიმე პოზიტიური მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სპეკულაციებსაც ისინი დღეს ეწევიან," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ექიმთა ჯგუფის ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სააკაშვილს სხეულის მასის პათოლოგიური კლება, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება და დეპრესია აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×