რეზონანსი
05.04.2023

კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი" და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საზოგადოებამ უყურა იმ სამარცხვინო კომენტარებს, რაც გააკეთა კეზერაშვილმა და დაადასტურა, რომ ის არის ადამიანი, ვინც მართავს პოლიტიკურ პროცესებს და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აფინანსებს, რომელიც მას მიმართავს.

რაღაც მაფიოზურ - ოლიგარქიულ- პოლიტიკური მიქსი წარმოადგინა, რომლისგანაც ყველა ოპოზიციურმა ძალამ შორს დაიჭირა (თავი), მაგრამ ფაქტია, რომ მან შექმნა, ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი" და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე. ეს მისი სცენარია" - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×