რეზონანსი
05.04.2023

ქართველი ჟურნალისტი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. იგი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო. 1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიო „ჯაკოში“.

„ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვე. მარადიულობას შეუერთდა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, ორი ერის ღირსეული, საამაყო შვილი, ღირსეული ებრაელი და გულმხურვალე ქართველი, კოტე მახარაძის მოწაფე და მეგობარი, ნიჭიერებით სავსე კაცი, უბადლო სპორტული კომენტატორი, ჩვენი თეატრის გულშემატკივარი და უერთგულესი მეგობარი. შეიძლება ითქვას, რომ დაგვტოვა ლეგენდარულმა ადამიანმა. როგორ დაგვაკლდება მისი გამორჩეული, ბუბუნა ხმა, მისი საზოგადოებრივი აქტიურობა, უბადლო ნიჭიერება... ორ ერს შორის გადებული ხიდის ბურჯი წაიქცა. ვწუხვარ. ნათელი დაგადგეს ძვირფასო მეგობარო... გისამძიმრებ ძვირფასო ევა, ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების, ორი ერის შვილების ტკივილს.“,- წერენ მეგობრები. 

ჯამლეტ ხუხაშვილს ერთ კვირაში 79 წელი შეუსრულდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×