რეზონანსი
05.04.2023

"ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია, მაგალითად, სააკაშვილი" - ამას გვეუბნებოდნენ თვეების განმავლობაში და ამას უპასუხა დღეს ევროპის საბჭომ მკაფიოდ თქვა, რომ ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიხედონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა,- ასე გამოეხმაურა PACE- ს თანამომხსენებლების განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის გარემოცვა მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს და ეს ევროპის საბჭომაც დაინახა.

„ეს განცხადება და შეფასება აჩვენებს, რომ საჭიროა იყო პრინციპული და სამართლიანი, თუნდაც, ეს იყოს არაპოპულარული, გახსოვთ, რა თავდასხმები იყო ჩვენზე სწორედ იმ მიზეზით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდაქმნა სურდა მის გარემოცვას პოლიტიკურ სკანდალად. დღეს უკვე ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ საუბარი არ არის აქ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზრუნვაზე მისი გარემოცვის მხრიდან, არამედ ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას. მათ ნახეს ექიმების განცხადებები, რომლებმაც თქვეს, რომ ხელი ეშლებათ მკურნალობის პროცესში, ნახეს ასევე ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საჯაროა, ნახეს, რომ საუკეთესო კლინიკაშია მოთავსებული თვეების განმავლობაში. ჩახედეს კონსტიტუციას, ჩახედეს კანონს და ნახეს, რომ აქ რეალურად მიმდინარეობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზირება, რათა გვაიძულონ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არც კონსტიტუციით, არც კანონმდებლობით, არც საერთაშორისო კონვენციებით არ არის გათვალისწინებული. ეს რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის გარემოცვა, მისი მეგობრებიც, მათ შორის საზღვარგარეთ გვეუბნება, რომ ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია, მაგალითად, სააკაშვილი. ამას გვეუბნებოდნენ თვეების განმავლობაში, ამას უპასუხა დღეს ევროპის საბჭომ, მკაფიოდ თქვა, რომ ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიხედონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, Pace- ს თანამომხსენებლების განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ, უტყუარ და სანდო ინფორმაციას.

მათივე განცხადებით, მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების ყოფნამ შეიძლება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.

„ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრაფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი ექიმების ხელმისაწვდომობას, რომლებიც მზად არიან სააკაშვილის მკურნალობაში დახმარების გასაწევად", - აცხადებენ თანამომხსენებლები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×