რეზონანსი
05.04.2023

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით სააკაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მისივე თქმით, როდესაც რაიმე გახდება ცნობილი, საზოგადოებას შეატყობინებს.

„ორი დღის წინ ვნახე და სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჩემი კონტრაქტორი მხარე არის მიხეილ სააკაშვილი. ამასთან დაკავშირებით მას ჩემთვის ჯერ რაიმე დავალება არ მოუცია. ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი როცა გახდება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. საქმე დამთავრდა საქართველოში, ყველა ასე აცხადებს - იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში. უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააკაშვილი. ჯერ მას გადაწყვეტილება არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უცნობებია", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძეს კითხვით მიმართეს, რატომ ვერ ჩამოდიან სააკაშვილის მოსანახულებლად პოლონელი ექიმები.

„იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილის ოჯახმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, შემოიყვანონ უცხოელი ექიმები. ამ დროს ესენი არ არიან სააკაშვილის მიერ მოწვეული ექიმები, სხვა ფორმატია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 27 სახელმწიფოს დემარშის შემდეგ და უნდა გაირკვეს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის. სააკაშვილის მხარე არაფერ შუაშია.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა უცხოელი ექიმების ჩამოსვლა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხაჭაპურიძემ განაცხადა:

„არა, უბრალოდ, ალბათ უფრო დამაჯერებელი გახდება. ხომ ხედავთ, ვინც არ უნდა გააკეთოს განცხადება, კლინიკა „ვივამედისთვის" და პენიტენციური სამსახურისთვის ყველაფერი დაუჯერებელია, არ ვიცი, ახლა ვინ უნდა ჩამოვიდეს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×