რეზონანსი
05.04.2023

კარგი იქნება საჯარო მოხელეებს თუ განვასხვავებთ პოლიტიკოსებისგან და ზოგადად საჯარო სამსახურში სხვადასხვა ხელისუფლების დროს მუშაობა ნამდვილად არ ნიშნავს მედროვეობას, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პარტია „ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ ბოჭორიშვილი მედროვეა.

„ძალიან რთულია რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ადამიანზე, რომელიც მხოლოდ სიძულვილის ენით საუბრობს და სიძულვილის ენით ხელმძღვანელობს, მაგრამ ამ კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით შემიძლია ერთი რამ ვთქვა: 2012 წელს ძალიან კარგად მახსოვს მე რა პორტფელი მებარა ევროკავშირთან ურთიერთობებში, მე არ ვიცი ქალბატონი სამადაშვილი როგორც ელჩი რა დავალებებს აძლევდა საელჩოს თანამშრომლებს, თუმცა, არ მინდა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო არცერთი ჩემი ყოფილი კოლეგის პროფესიონალიზმი. ისინი დღესაც კეთილსინდისიერად ასრულებენ საჯარო მოხელეების ფუნქციებს. ძალიან კარგად მახსოვს რა პორტფელი მებარა 2012 წელს და ეს იყო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი ევროკავშირთან და ძალიან ამაყი ვარ იმ პერიოდში ჩემს მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმით, რომ არ შეფერხებულიყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გადმოცემა. ძალიან ამაყი ვარ, რომ 2013 წელს, ევროკომისრის ვიზიტში და ამ გეგმის გადმოცემაში მე ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი, როგორც მაშინ საელჩოს მრჩეველს.

ზოგადად, ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ კარგი იქნება საჯარო მოხელეებს თუ განვასხვავებთ პოლიტიკოსებისგან და ზოგადად საჯარო სამსახურში სხვადასხვა ხელისუფლების დროს მუშაობა ნამდვილად არ ნიშნავს მედროვეობას და ამაში ვერაფრით დავეთანხმები ქალბატონ სალომეს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×