რეზონანსი
05.04.2023

კონკრეტული სუბიექტური ორგანიზაციები, რომლებიც რუსულ გეგმას მიჰყვებიან, ცდილობენ, ანგარიშებში მათზე დაყრდნობით ასეთი რაღაცები მოხვდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ქვეყნის დაზიანების მიზნით, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას, რომლის თანახმადაც „მედია ადვოკატირების კოალიციამ" გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ვასილ მაღლაფერიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელობა დააზარალებს მაუწყებლის მიუკერძოებლობის მისიას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ასეთი ციტატები ანგარიშებში მავნებლობაზე დაყრდნობით ჩნდება ხოლმე და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი „ფეიკ ნიუსები" ხვდება ძალიან სერიოზულ ანგარიშში.

„მედიის ადვოკატირების კოალიციაზე" დაყრდნობით კი არა, ასეთი ციტატები ასეთ ანგარიშებში მავნებლობაზე დაყრდნობით ჩნდება ხოლმე. თქვენ ნახეთ, რამდენი იყო მსგავსი, რომელიღაც ქართულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი „ფეიკ ნიუსები" ხვდება ძალიან სერიოზულ ანგარიშში, მაგრამ, საბედნიეროდ, რადგან ისინი მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან ასეთ საკითხებს, მიუთითებენ, რომ ამა და ამ ორგანიზაციაზე დაყრდნობით არის. სწორედ ამიტომ არის, რომ კონკრეტული სუბიექტური ორგანიზაციები, რომლებიც რუსულ გეგმას მიჰყვებიან, ცდილობენ, ანგარიშებში მათზე დაყრდნობით ასეთი რაღაცები მოხვდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - ქვეყნის დაზიანების მიზნით. ამ ქვეყნის დაზიანების ბევრპუნქტიანი ასეთი მავნებლობები საბოლოოდ თავს იყრის ერთ საერთო მიზანში, რასაც რუსული გეგმა და ამ ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია, იმიტომ, რომ ომი სხვა შედეგს არ მოიტანს და ჩვენ ამ გეგმის განხორციელებას მათი მხრიდან ვერ დავუშვებთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×