რეზონანსი
05.04.2023

ფიზიკური დაპირისპირება საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ბერშუეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რომელშიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივები ფიგურირებენ.

შსს-ში აცხადებენ, დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.

2 პირი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

დანაშაული 4- დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,

ხოლო 2 პირი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, პოლიციელის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს

დანაშაული ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×