რეზონანსი
05.04.2023

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი დასრულდა. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეაფასა. მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა ჰქონდა და აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაცია საკითხების განხილვას დესტრუქციულად უდგებოდა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ რთული რაუნდი გაიმართა. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა დესტრუქციული მიდგომა. დესტრუქციული მიდგომა იყო პრაქტიკულად ყველა ძირითად საკითხზე, როგორიცაა 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადგილზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. არ გამოიჩინა არანაირი ნება, რომ ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს ვითარება და ბოლოს საერთოდ, ისევე როგორც წინა რაუნდებზე, დევნილთა საკითხების განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებათა მაგიდა. განსაკუთრებით მინდა მოლაპარაკებათა პროცესში ჩვენი პარტნიორების მტკიცე პოზიციას გავუსვა ხაზი. ეს ეხება აშშ-ს, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს - ანუ ყველას, ვინც მონაწილეობდა მოლაპარაკებათა პროცესში. საქართველოს ჰქონდა სრული მხარდაჭერა", - განაცხადა დარსალიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×