რეზონანსი
05.04.2023

სალომე ზურაბიშვილის ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმისადმი სიყვარულითა და ღირსებით ახერხებენ განსაკუთრებული კვალის დატოვებას. სწორედ ასეთი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე - ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს - ხმა, რომელთანაც სპორტი და გამარჯვება ასოცირდებოდა.

აღსანიშნავი და დასაფასებელია ბატონი ჯამლეტის ღვაწლი ქართულ-ებრაული მეგობრობის განმტკიცებაში. ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის, სპორტული საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას", - წერს პრეზიდენტი.

ლეგენდარული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×