რეზონანსი
05.04.2023

ჰუმანიტარულ ჭრილში ყველა საკითხი, რომლებიც შეეხება ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ გაუმჯობესებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ უმკაცრესად დავაყენეთ, შესაბამისად განხილვებიც საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობდა, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ზვიადაძემ განაცხადა.

„გვაქვს დიდი იმედი, რომ ე.წ. გადაწყვეტილებით, დადგენილი დროით, ხუთი დღით ადრე გახსნიან გადასასვლელებს ცხინვალის მიმართულებით და ადამიანებს შეეძლებათ, აღდგომის დღესასწაულზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარ სახლებში მოხვედრა და თავიანთი მიცვალებულებისთვის პატივის მიგება. მწვავედ იყო დღეს განხილვაში თავისუფალი გადაადგილების თემა ორივე მიმართულებაზე. კონკრეტული, ჩამოყალიბებული პასუხი ჩვენს ოპონენტებს არ გააჩნიათ, მაგრამ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემის პედალირებას", - განაცხადა ზვიადაძემ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი დასრულდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×