რეზონანსი
05.04.2023

"უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება... თავს ვერ მოვიკლავ" - ასე ეხმაურება სასამართლო კლანის წევრი, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე სახდეპის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" ისაუბრა.

"უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ეხლა. ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. რავიცი ეხლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ ეხლა, ხო? რა გავაკეთო. ძაან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ეხლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია...

არავის არ უკითხავს, რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები, ხო? ხოდა, რომ ეკითხათ, ვთქვათ, რომ რატომ მიიღო სასამართლომ, შეიძლება, სასამართლოს ეთქვა თავისი არგუმენტი... კაცად დავიბადე, არც ჩემი ღირსება... მიმაჩნია, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია. მიცხოვრია ადამიანურად, კორუფციაში მე არა ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. ნუ, ეხლა, რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, რა", - ამბობს მურუსიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×