რეზონანსი
05.04.2023

თბილისი მერია, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. სამშენებლო სამუშაოები წერეთლის ქუჩაზე აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება და 9 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 3,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მთლიანად უნდა შეცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე მოაწყოს გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელები.

დაგეგმილია შალიკაშვილის იგივე დიდუბის ხიდის სრული რეაბილიტაციაც რომელსაც წინასწარი დათვლებით ნახევარი წელი და 4 მილიონი ლარი დასჭირდება. პროექტის თანახმად სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასარიდებლად წერეთლის გამზირზე სამუშაოები ჯერ გზის მარცხენა ნაწილზე დაიწყება, ავტომობილები კი გადაადგილებას ორმხრივად გზის მარჯვენა ნაწილზე შეძლებენ. წერეთლის ქუჩის სრული განახლებისთვის ბიუჯეტი 28 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

დაზიანებული გზის მონაკვეთები , მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გზის სავალი ნაწილის კრიტიკული მდგომარეობა. დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური და მნიშვნელოვანი გამზირი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.პრობლემებიდან გამომდინარე ,დედაქალაქის მერმა , მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს დააანონსა. წერეთლის გამზირის განახლების პარალელურად, შოთა შალიკაშვილის სახელობის ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაც დაიწყება . ხიდი 1953 წელს აშენდა და ,მას შემდეგ, მისი რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

ახლა 152 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები ,გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. განახლდება ორი სკვერი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

ახალი ინფრასტრუქტურა კი, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე. წერეთლის გამზირზე სამუშაოები 9 თვეში უნდა დასრულდეს. ბიუჯეტიდან 28 მლ 400 ათასი ლარია გაყოფილი . დიდუბის ხიდის რეაბილიტაციისთვის კი 6 თვე და 4 მლ ლარია გათვალისწინებული

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×