რეზონანსი
05.04.2023

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ხოფერიას შტატებთან რამდენიმე ქვეყნის ურთიერთობის ცვლილების მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ აშშ-ს საქართველოსთან აქვს „დიდი გული".

„თურქეთმა ამერიკის ელჩს „კარი მიუკეტა". სი ძინპინი უარს ეუბნება ბაიდენს შეხვედრაზე. ბელარუსიდან საერთოდ გააგდეს ამერიკის საელჩო. ისე, დღეს პუტინთან ამერიკის ახალი ელჩი იყო სიგელით მისული... ჩვენთან აქვთ დიდი გული!" - წერს ხოფერია.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×