რეზონანსი
05.04.2023

5 აპრილს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში, ნადირაძის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 5 აპრილს 21:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად, ნადირაძისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ.

ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებთან დაკავშირებით 5 აპრილს, საღამოს 21:00 საათიდან 6 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონი: წყნეთის გზატკეცილს, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, დოლიძის, საკანდელიძის, მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის ქუჩებს, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ჟღენტის ქუჩების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მე-3 და მე-7 კვარტლების ნაწილს, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×