რეზონანსი
06.04.2023

შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე - ასეთი სიტყვებით დაიწყო: რა გინდათო, აგერ, ზელენსკი გმირია, თქვენ იყავით მასეო, სახტად დავრჩი - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ისიც დასძინა, რომ ახლა არ იტყვის, რა უპასუხა პრეზიდენტს, თუმცა სამომავლოდ საშუალება ექნება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ზურაბიშვილს შალა პაპუაშვილთან ერთად შეხვდა.

"მე მახსენდება შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 28-27 თებერვალი, 24-ში დაიწყო ომი. შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი. შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა: რა გინდათო. გავიკვირვე მე. ჩვენ რა უნდა გვინდოდეს, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა-მეთქი, ასეთი პასუხი დავუბრუნე. აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. თან მაშინ უკვე უმძიმესი სიტუაცია იყო უკრაინაში. რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული. სახტად დავრჩი. ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ, ზელენსკი გმირიაო. ჩემ პასუხს არ ვიტყვი, რა ვუპასუხე, ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება. დღეს არ ღირს ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არის დამოკიდებულება" , - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, "პრეზიდენტმა მოგიწოდათ ომის დაწყებისკენ", კობახიძემ უპასუხა: "ეს იყო ციტირება, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს".

მისი თქმით, საქართველოს, რომ "მეორე ფრონტის" შესახებ მოთხოვნა შეესრულებინა, შესაძლოა, ეს პოლიტიკოსებისთვის მომხიბვლელიც ყოფილიყო.

კობახიძის თქმით, საქართველოს რომ "მეორე ფრონტი გაეხსნა, შესაძლოა, სუბიექტურად "მომგებიანიც ყოფილიყო" ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რადგან, "როგორც დღეს უკრაინის ხელისუფლების ლიდერები დადიან წითელ ხალიჩაზე, შედიან ამერიკის კონგრესში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, გაეროში, ყველგან, ევროკავშირში, ბრიუსელში, წითელ ხალიჩაზე შედიან ყველგან და მსოფლიო მასშტაბით არიან გმირებად გამოცხადებული, იგივე იქნებოდა ჩვენი ხელისუფლების ლიდერის შემთხვევაშიც".

"საქართველოს პრემიერი ივლიდა წითელ ხალიჩაზე, ჩვენც ვიქნებოდით ამ გმირთა კომფორტის შემადგენელი ნაწილი, მსოფლიო მასშტაბით გვექნებოდა ცნობადობა, გამოცხადებული ვიქნებოდით გმირებად, ვიღაცას ნობელის პრემია გადაეცემოდა, ასეთი რაღაც მოხდებოდა, რასაც ვხედავთ უკრაინის მაგალითზე", - დასძინა კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×