რეზონანსი
07.04.2023

საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ ჩვენ [სანქცირებული მოსამართლეები] ღამით ზარებს ვახორციელებთ, ანუ ამერიკის საელჩო ტელეფონზე გვისმენს?! - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„თუ გვისმენენ, მაშინ ვთხოვთ - გამოაქვეყნონ ეს ზარები და საზოგადოებას დაანახონ, რომ ღამე ლევან მურუსიძე კონკრეტულ მოსამართლეს ურეკავს და აიძულებს, თან ქრთამსაც აძლევს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას აღებინებს. მაინტერესებს, საიდან აკეთებს დეგნანი ამ დასკვნას?“ - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართვის მოტივით, სანქციები დაუწესა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×