რეზონანსი
07.04.2023

სამგორში, ონაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში კიბე ჩამოიშალა. ეს არის ავარიული კორპუსი, რომლის მცხოვრებთა უმეტესობას სურს მერიას მიმართოს და სახლის ჩანაცვლების პროგრამით ისარგებლოს, თუმცა ამისთვის საჭიროა უკლებლივ ყველა მცხოვრების თანხმობა. ამ შემთხვევაში კი წინააღმდეგია რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ივერი მელაშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის დავით-გარეჯის საქმიდან არის ცნობილი.

გახმაურებული საქმის მონაწილეს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მოსვლია დაპირისპირება და კონფლიქტი მეზობლებთან. მეზობლების განცხადებით, ივერი მელაშვილი დამატებით ფართობს ითხოვს და საერთო მიმართვას ხელს არ აწერს. რამდენიმე ოჯახის უარის გამო კი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი თბილისის მერიის პროგრამაში ვერ ერთვება.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათი უარის გამო, რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონს გამგეობის წარმომადგენლებიც . მუნიციპალიტეტში აცხადებენ რომ სახლს ავარიულობის მე-3 კატეგორია აქვს მინიჭებული. კორპუსში ცხოვრება იმდენად საშიშია რომ გამგეობამ მოსახლეობას სასტუმროში გაყვანაც შესთავაზა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×