რეზონანსი
07.04.2023

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია 6 აპრილს 60 წლის გახდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბჟანია დაბადების დღეს, საყვარელ ქალ, 22 წლის რუს მოდელ პოლინა ამოსოვასთან ერთად აღნიშნავს. 

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ჩანს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მის­თვის ხუმ­რო­ბით ხე­ლის გა­და­წე­ვას ცდი­ლობს. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და­წე­რეს, რომ ის ბჟა­ნი­ას მე­გო­ბა­რი გო­გო­ნაა, რო­მელ­თა­ნაც ბოლო ხა­ნებ­ში ხში­რად ხე­და­ვენ.

სხვა ვი­დე­ო­ში იგი­ვე გო­გო­ნა ამ­ბობს ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის სა­დღეგ­რძე­ლოს, ბოკ­ლებ­ში ის­ხა­მენ წი­თელ ღვი­ნოს და სა­დღეგ­რძე­ლოს ავ­ტო­რი მკა­ფი­ოდ ამ­ბობს, რომ ეს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო სა­ფე­რა­ვია. სუფ­რის წევ­რი, რო­მე­ლიც ვი­დე­ოს იღებს, კადრში ახ­ვედ­რებს ბოთლს, სა­დაც ნამ­დვი­ლად ჩანს ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბოლო ხა­ნებ­ში ბჟა­ნია სა­ერ­თოდ არ უწევს ან­გა­რიშს მო­სახ­ლე­ო­ბას, მათ პრო­ტესტს, სა­უ­ბარს იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, პრობ­ლე­მებ­ზე...

 ას­ლან ბჟა­ნია არის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და ჰყავს ორი შვი­ლი. ცოლ­მა, აე­ლი­ტა ახი­ბამ, 1985 წელს მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. 1993 წლამ­დე იგი აფხა­ზე­თის პრე­ზი­დი­უ­მის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას, მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და.

აფხაზების მხრიდან ამ ამბავს განსაკუთრებით უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

„ის არის ასლანის სექს-ავტომატი!“

„განსაკუთრებით კარგად მუშაობს ქართულ ღვინოზე!“

„შენ ჩვენი სირცხვილი ხარ! თქვენ ჩვენი ერის სირცხვილი ხართ! არა მხოლოდ სამარცხვინოა, რომ ჩვენს სახელმწიფოს წარმოადგენ, სამარცხვინოა, რომ შენ თავს აფხაზსს უწოდებ!“ - წერენ სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×