რეზონანსი
07.04.2023

ჩემზე ნუ ინერვიულებთ. ჩემს თავს, როგორმე მივხედავ და მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას არ ნანობს.

"თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, თუ რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს", - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გეგმავს თანხების გამოტანას სხვადასხვა ქვეყნის ბანკებიდან მოსალოდნელი სანქციების გამო, კალაძე ჟურნალისტს მოუწოდებს, რომ მის თანხებზე არ ინერვიულოს.

"თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე და ბანკებზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ და ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით, ჩემზე ნუ ინერვიულებთ. ჩემს თავს, როგორმე მივხედავ და მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთ", - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×